საქართველოს დამოუკიდებლობის ღონისძიება
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1246
26 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის სამედიცინო კოლეჯმა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1218

კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 22 მაისს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით!
შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1416
18 მაისს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორმა მამუკა ჭყონიამ შეხვედრა გამართა პროფესიულ სტუდენტებთან.
შეხვედრის დროს ისაუბრეს კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესთან და სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს იწყება
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1263

კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება!
შეხვედრა მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 1193
17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც მოიცავდა პროფორიენტაციის ნაწილს.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ და სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ ისაუბრეს:
პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;
კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;
დასაქმების შესაძლებლობებზე;
სხვადასხვა სტუდენტურ სერვისებზე და აქტივობებზე;
მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტებიც, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
