Print
Category: სიახლეები
Hits: 40





2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე
აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღების ვადები

„გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!
???? პროგრამები: აღმზრდელი; საექთნო საქმე; საბაჟო საქმე და ვეტერინარია
???? საბუთების მიღების ვადა:
2026 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

???? სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
•⁠ არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — ⁠აპლიკანტის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•⁠ ⁠არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;
•⁠ ⁠კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•⁠ ⁠ფერადი ფოტოსურათი (3x4);
•⁠ ⁠სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/დამოწმებული ასლი (არ მოითხოვება, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);
•⁠ ⁠ცნობა სამხედრო აღრიცხვის/გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
???? საბუთების მიღების ადგილი:
დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80.

⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია! - გაითვალისწინეთ: თუ დადგენილ ვადაში საბუთებს არ წარმოადგენთ, პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
აღნიშნილი მიღება ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და სურთ მიღებული შეფასების საფუძველზე სწავლის გაგრძელება!