
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღების ვადები
„გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!
2026 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
• არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — აპლიკანტის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;
• კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფერადი ფოტოსურათი (3x4);
• სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/დამოწმებული ასლი (არ მოითხოვება, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);
• ცნობა სამხედრო აღრიცხვის/გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80.
აღნიშნილი მიღება ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და სურთ მიღებული შეფასების საფუძველზე სწავლის გაგრძელება!