
აბიტურიენტების საყურადღებოდ!
„გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!
???? პროგრამა: ვეტერინარია
საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 25 სექტემბრიდან 2026 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
???? სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
• აპლიკანტის/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;
• კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფერადი ფოტოსურათი (3x4);
• სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი (აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);
• ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
???? საბუთების მიღების ადგილი: დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული).
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია! — გაითვალისწინეთ: დადგენილ ვადაში განცხადებისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არის აპლიკანტისათვის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი!
⚠️ აღნიშნული ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე სურთ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება!