
პროფორიენტაციისა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გეოგლობალ აკადემიაში.
გეოგლობალ აკადემიამ სტუმრად მიიღო ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების მარნეულის კამპუსის მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში მათ ადგილზე გაეცნენ აკადემიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია სწავლების შესაძლებლობებზე.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული ტრენინგიც, სადაც მათ შეძლეს საკუთარი გამოცდილებით ენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მადლობა სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეებს ინტერესისთვის, აქტიურობისთვის და სასიამოვნო ვიზიტისთვის.
გეოგლობალ აკადემია ყოველთვის მზად არის ახალგაზრდებს დაეხმაროს პროფესიის სწორად შერჩევაში!
შეცვალე მომავალი განათლებით!