
გეოგლობალ აკადემიის ფარმაციის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა წარადგინეს საინტერესო, შემეცნებითი, გასართობი და მხიარული პრეზენტაცია თემაზე — „ტროპიკული მცენარეები“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში და დასაჩუქრდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების მასწავლებელი — ვიოლა ესვანჯია.
ისწავლე ჩვენთან და გაატარე საინტერესო, დასამახსოვრებელი სტუდენტური წლები!