დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 206



აბიტურიენტების საყურადღებოდ!  

 „გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!   

???? პროგრამა: ⁠ვეტერინარია   

საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 25 სექტემბრიდან 2026 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.   

???? სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

 •⁠ ⁠აპლიკანტის/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;   

•⁠ ⁠არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;   

•⁠ ⁠კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);   

•⁠ ⁠ფერადი ფოტოსურათი (3x4);  

•⁠ ⁠სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი (აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);   

•⁠ ⁠ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).   

???? საბუთების მიღების ადგილი:   დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული).   

⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია! — გაითვალისწინეთ: დადგენილ ვადაში განცხადებისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არის აპლიკანტისათვის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი!   

⚠️ აღნიშნული ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე სურთ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება!