„გეოგლობალ აკადემია“ პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 98

„პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ - ამ სახელწოდების პროფესიული განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა უმასპინძლა, რომელსაც „გეოგლობალ აკადემიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის მთავარი თემები პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები იყო, სადაც სტუმრებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.
საერთაშორისო კონფერენციაზე „გეოგლობალ აკადემიას“ ქალბატონი ნატალია ბარათელი წარმოადგენდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის კონტროლისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი და ამავდროულად, დაარსების დღიდან ჩვენი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთ აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, მომავლის უნარების განვითარება და პრაქტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება. სწორედ ეს აღნიშნული მიმართულებები „გეოგლობალ აკადემიის“ საგანმანათლებლო პოლიტიკისა და ყოველდღიური პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს წარმოადგენს.
აკადემიაში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აპლიკანტრა ჩასარიცხად დოკუმენტების მიღება დაიწყო!
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 133
"გეოგლობალ აკადემიაში" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – „საფინანსო სერვისები“ და „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“ – აპლიკანტთა ჩასარიცხად დოკუმენტების მიღება დაიწყო!
ძვირფასო აპლიკანტებო, თუ გსურთ ჩაირიცხოთ გეოგლობალ აკადემიაში, გთხოვთ, 2026 წლის 2 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი ან დიპლომი);
3. 3×4 ზომის ფოტოსურათი;
4. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტი (18–27 წლის ასაკის წვევამდელთათვის);
5. თუ აპლიკანტი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობა და იმ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ჩარიცხვის დოკუმენტაციას ხელს მოაწერს.
წარმოდგენილი დოკუმენტები აუცილებელია აპლიკანტის ჩარიცხვის, ჩარიცხვის ბრძანების მომზადებისა და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისთვის.
გაითვალისწინეთ: თუ აპლიკანტი არ წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას და ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას - ასეთ შემთხვევაში ვერ მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს!
გთხოვთ, ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოადგინოთ დადგენილ ვადაში, რათა ჩარიცხვის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
საბუთები უნდა წარმოადგინოთ მისამართზე: მარნეული. 26 მაისის ქუჩა, N80. მე-5 სართული - “გეოგლობალ აკადემია”
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 500 507 750
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი დაიწყო
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 126

ყურადღება! მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის!
„მარნეულის კვალდაკვალ“ — პრეზენტაცია გეოგლობალ აკადემიის სტუდენტებისგან
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 108

„მარნეულის კვალდაკვალ“ — ასე ერქვა პრეზენტაციების ციკლს, რომელიც ჩვენმა სტუდენტებმა ქართული ენის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს და რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მსმენელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ჩვენმა ძალიან ყოჩაღმა სტუდენტებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციები წარადგინეს. სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციებში მათ გააცოცხლეს მარნეულის მრავალსაუკუნოვანი წარსული, ისაუბრეს მის უნიკალურ კულტურაზე, ტრადიციებსა და იმ თანამედროვე რიტმზე, რომელიც ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები "გეოგლობალ აკადემიას" ესტუმრნენ
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 191

დღეს "გეოგლობალ აკადემიამ" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებსა და ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის მთავარ თემას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, დასაქმების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. ომბუდსმენის აპარატის წევრები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მექანიზმებსა და ბაზრის ძირითად ტენდენციებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ინტეგრაციასა და დასაქმების კუთხით არსებულ საჭიროებებს.




