поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     academygeoglobal@gmail.com

22 ოქტომბერს გეოგლობალ აკადემია-ში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან.

18 ოქტომბერს აღინიშნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე, სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრა.

აღნიშნული თარიღის ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში — სააგენტო) ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით.