поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     academygeoglobal@gmail.com

  

პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა - ამ სახელწოდების პროფესიული განათლების მესამე საერთაშორისო კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა უმასპინძლა, რომელსაც გეოგლობალ აკადემიისწარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კონფერენციის მთავარი თემები პროფესიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები იყო, სადაც სტუმრებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

საერთაშორისო კონფერენციაზე გეოგლობალ აკადემიასქალბატონი ნატალია ბარათელი  წარმოადგენდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის კონტროლისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი და ამავდროულად, დაარსების დღიდან ჩვენი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთ აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, მომავლის უნარების განვითარება და პრაქტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება. სწორედ ეს აღნიშნული მიმართულებებიგეოგლობალ აკადემიისსაგანმანათლებლო პოლიტიკისა და ყოველდღიური პრაქტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს წარმოადგენს

აკადემიაში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლება.