поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     academygeoglobal@gmail.com




2026 წლის შემოდგომის მიღება — მოტივაციური გასაუბრებების განრიგი

ინფორმაცია აპლიკანტთა საყურადღებოდ — 2026 წლის შემოდგომის მიღების მოტივაციური გასაუბრებები

შპს „გეოგლობალ აკადემია“ აცხადებს 2026 წლის შემოდგომის მიღების მოტივაციური გასაუბრებების განრიგს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: „საფინანსო სერვისები“ და „ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა“.

ჩატარების ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული), შპს „გეოგლობალ აკადემიის“ შენობა.


გასაუბრებების განრიგი პროგრამების მიხედვით

1. პროფესიული პროგრამა — „საფინანსო სერვისები“ (სწავლების ადგილი: ქ. ბოლნისი / ქ. მარნეული)

  • 19 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • 20 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე
  • 21 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
  • 22 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 12:45 სთ-მდე

2. პროფესიული პროგრამა — „ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ (სწავლების ადგილი: ქ. მარნეული


  • 19 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
  • 20 ოქტომბერი: 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე


⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოუცხადებელი აპლიკანტებისთვის

იმ აპლიკანტებმა, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდებიან განსაზღვრულ დროსა და თარიღში, განმეორებით გასაუბრებაზე დაშვების მიზნით უნდა წარადგინონ განცხადება შესაბამისი მიზეზის მითითებით არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

  • განმეორებითი გასაუბრების თარიღი: 2026 წლის 28 ოქტომბერი
  • დრო: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აკადემიის ადმინისტრაციას: 500 50 77 50



აბიტურიენტების საყურადღებოდ!  

 „გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!   

???? პროგრამა: ⁠ვეტერინარია   

საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 25 სექტემბრიდან 2026 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.   

???? სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

 •⁠ ⁠აპლიკანტის/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;   

•⁠ ⁠არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;   

•⁠ ⁠კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);   

•⁠ ⁠ფერადი ფოტოსურათი (3x4);  

•⁠ ⁠სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი (აპლიკანტი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტის წარდგენისგან, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);   

•⁠ ⁠ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).   

???? საბუთების მიღების ადგილი:   დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80 (მე-5 სართული).   

⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია! — გაითვალისწინეთ: დადგენილ ვადაში განცხადებისა და დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არის აპლიკანტისათვის ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი!   

⚠️ აღნიშნული ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში მიღებული შეფასების საფუძველზე სურთ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება!





2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე
აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღების ვადები

„გეოგლობალ აკადემია“ იწყებს აპლიკანტთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე!
???? პროგრამები: აღმზრდელი; საექთნო საქმე; საბაჟო საქმე და ვეტერინარია
???? საბუთების მიღების ვადა:
2026 წლის 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

???? სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
•⁠ არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — ⁠აპლიკანტის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•⁠ ⁠არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში — დაბადების მოწმობის ასლი;
•⁠ ⁠კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•⁠ ⁠ფერადი ფოტოსურათი (3x4);
•⁠ ⁠სრული ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/დამოწმებული ასლი (არ მოითხოვება, თუ მონაცემები ფიქსირდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში);
•⁠ ⁠ცნობა სამხედრო აღრიცხვის/გაწვევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
???? საბუთების მიღების ადგილი:
დოკუმენტაცია მიიღება მატერიალური ფორმით, მისამართზე: ქ. მარნეული, 26 მაისის ქ. N80.

⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია! - გაითვალისწინეთ: თუ დადგენილ ვადაში საბუთებს არ წარმოადგენთ, პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით.
აღნიშნილი მიღება ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში და სურთ მიღებული შეფასების საფუძველზე სწავლის გაგრძელება!