поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     academygeoglobal@gmail.com



ყურადღება! მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის!
თუ უკვე გაიარეთ გასაუბრება გეოგლობალ აკადემია • GeoGlobal Academy-ში გაცნობებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი დაიწყო!
????️ 26 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, აუცილებელია ეწვიოთ ვებგვერდს ???? www.vet.ge და დაადასტუროთ თქვენი საბოლოო არჩევანი.
???? პლატფორმაზე ასევე შეძლებთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას თქვენი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ. გთხოვთ, არ გადადოთ, დროულად შეამოწმოთ მონაცემები და დადგენილ ვადაში დააფიქსიროთ დასტური, რათა არ დაკარგოთ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება.
 


„მარნეულის კვალდაკვალ“ — ასე ერქვა პრეზენტაციების ციკლს, რომელიც ჩვენმა სტუდენტებმა ქართული ენის პროგრამის ფარგლებში მოამზადეს და რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა როგორც მსმენელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც.
პროექტის ფარგლებში ჩვენმა ძალიან ყოჩაღმა სტუდენტებმა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციები წარადგინეს. სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციებში მათ გააცოცხლეს მარნეულის მრავალსაუკუნოვანი წარსული, ისაუბრეს მის უნიკალურ კულტურაზე, ტრადიციებსა და იმ თანამედროვე რიტმზე, რომელიც ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია.
ქართული ენის პროფესიული მასწავლებელის სალომე ენუქიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა რეგიონის საინტერესო ისტორიულ-კულტურული მიმოხილვა შემოგვთავაზეს. გარდა ამისა, პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათი სახელმწიფო ენის ფლობის მაღალი დონე და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარები. აკადემია ამაყობს ასეთი სტუდენტებით და პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებით დავაჯილდოვეთ!



დღეს "გეოგლობალ აკადემიამ" საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებსა და ადმინისტრაციასთან.

შეხვედრის მთავარ თემას შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, დასაქმების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა. ომბუდსმენის აპარატის წევრები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მექანიზმებსა და ბაზრის ძირითად ტენდენციებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მხარდაჭერას, მათ პროფესიულ ინტეგრაციასა და დასაქმების კუთხით არსებულ საჭიროებებს.